მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებისთვის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებში ტრენინგები დაიწყო
?????????? ??????04 ნოემბერი , 2017

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს, არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებისთვის გრძელვადიანი კურსის პირველი ეტაპი დაიწყო.

ტრენინგების მიზანი სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრენინგი ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბანის და მარნეულის მე-7-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის 1500-ზე მეტმა პედაგოგმა გაიარა.

მასწავლებელთა გადამზადება ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველ მოდულში „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ მიმდინარეობს.

მოდული ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების მიერ მასწავლებელთა საჭიროებაზე დაფუძნებით შემუშავდა და პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსის პირველ ეტაპს წარმოადგენს.

ტრენინგებს აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც ტრენერთა სერტიფიცირების კურსი ქართულ ენაზე გაიარეს, ხოლო სატრენინგო მასალა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე საგანგებოდ ითარგმნა.

პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი მასშტაბური პროფესიული განვითარების კურსი შეეთავაზება როგორც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მასწავლებლებს, ისე დირექტორებს.

2017-2019 წლებში სერტიფიცირებული ტრენერები საქართველოს ყველა არაქართულენოვანი სკოლის მე-7-12 კლასების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის 2069 მასწავლებელს და 208 დირექტორს გადაამზადებენ.

მასწავლებლები გადამზადდებიან, როგორც ზოგადპროფესიული უნარების სასწავლო მიმართულებით, ასევე საგნობრივი მეთოდიკის კურსში. ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული, ასევე XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადონ.

მიმდინარე ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლების იდენტიფიცირებაში, ამგვარი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი ფაქტორების გათვალისწინებაში და მიზნის მისაღწევად აუცილებელი სტრატეგიების დაუფლებაში. ტრენინგი მიზნად ისახავს, მონაწილეებს გააცნოს მოსწავლეების მამოტივირებული ფაქტორები, დაანახოს მოსწავლეებისთვის წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მათი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების აუცილებლობა, მისცეს შესაძლებლობა გააცნობიერონ თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის საჭიროება სწავლების პროცესში.

მოდულში წარმოდგენილი მიდგომები და მეთოდები საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ისე წარმართონ სასწავლო პროცესი, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას, ცოდნის სიღრმისეულად ათვისებასა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. მოდული ასევე მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.