მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებამასწავლებლობის მსურველთა კვალიფიკაციის შესაბამისობაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
პროგრამები
 სტანდარტები
 პესტალოცი
 პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ანგარიში 2016 წელი
 2015 წლის პროგრამა
 2014 წლის პროგრამა
 2014 წლის პროგრამის ანგარიში
 2013 წლის ანგარიში
 პედაგოგიური გზამკვლევი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის
 მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად
 სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)
 ასწავლე საქართველოსთვის
 დამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამა
 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა
 არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა

პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 

საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარება და პრესტიჟის ამაღლებაა. სტრატეგია ხაზს უსვამს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართ სისტემური და გრძელვადიანი მიდგომების არსებობის საჭიროებას. ამ მიმართულებით გამოწვევას წარმოადგენს პროფესიული განათლების მასწავლებლების მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯებით საფუძველი ჩაეყარა აღნიშნული სისტემის ფორმირებას, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია განხორციელების ის ეტაპი, რომელიც რესურსების მობილიზებასა და თანმიმდევრულ, მიზანმიმართულ ინტერვენციას მოითხოვს. ამასთან, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, დღის წესრიგში დგას მასწავლებელთა შესაძლებლობების გაუმჯობესება კონკრეტული მიმართულებებით: მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ტრენინგ-პროგრამების და პროფესიული განვითარების სხვა ღონისძიებების განხორციელება.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სისტემის ჩამოყალიბებას და პროფესიული განათლების მასწავლებელთა კომპეტენციების განვითარებას თავად მასწავლებლის საჭიროებებისა და პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად. ამდენად პროგრამის ამოცანებია, უპასუხოს ერთის მხრივ, სისტემის დონეზე არსებულ გამოწვევებს, ხოლო მეორეს მხრივ - თავად მასწავლებელთა საჭიროებებს. კერძოდ,

  • პროფესიულ პედაგოგიკაში მასწავლებელთა უნარების განვითარება;
  • ინკლუზიურ განათლებაში მასწავლებელთა უნარების განვითარება;
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში მასწავლებელთა უნარების განვითარება;
  • პრიორიტეტული მიმართულებებით მასწავლებელთა საგნობრივი უნარების განვითარება საწარმოებში და დამსაქმებლებთან;
  • მასწავლებელთა პროფესიული ცოდნა და უნარები პასუხობდეს პროფესიული სტანდარტითა და მოდულური სწავლებით გათვალისწინებულ შედეგებს;
  • ჩამოყალიბებული იყოს და წარმატებით ფუნქციონირებდეს მასწავლებელთა მომზადებისა და განვითარების ერთიანი სისტემა.