მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებამასწავლებლობის მსურველთა კვალიფიკაციის შესაბამისობაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
პროგრამები
 სტანდარტები
 პესტალოცი
 პროგრამა პესტალოცის აქტივობები
 პროგრამაში მონაწილეობა
 პროგრამა ”პესტალოცის” ღონისძიებები საქართველოში
 ხშირად დასმული შეკითხვები
  პროგრამა პესტალოცის 2016 წლის კალენდარი
 პროგრამა პესტალოცის 2017 წლის კალენდარი
 პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად
 სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)
 ასწავლე საქართველოსთვის
 დამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამა
 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა
 არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა

პროგრამა ”პესტალოცის” ღონისძიებები საქართველოში
 

პროგრამა ”პესტალოცის” ფარგლებში ქართველ მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ ტრენინგებსა და სემინარებში, ასევე პროგრამა ”პესტალოცის” ეგიდით საქართველოში გამართულ კონფერენციებში.

პროგრამა "პესტალოცის" ფარგლებში 2008 წლის 27-29 ნოემბერს თბილისში ჩატარდა ევროპული სემინარი ,,მასწავლებლის ეთიკის კოდექსი: პროფესიული ქცევის მაღალი სტანდარტები". განათლების პროფესიონალთა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ზოგადასაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებმა და განათლების სხვა პროფესიონალებმა ევროსაბჭოს კულტურის კონვენციის წევრი ქვეყნებიდან, მათ შორის იტალიიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან და რუმინეთიდან. ევროპულმა სემინარმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის და დისციპლინური წესის წარმოების დოკუმენტების შემდგომი დახვეწის პროცესში.

2009 წლის 7-9 ივლისს ევროპული სემინარი მიეძღვნა მაძიებლებისა და დამწყები მასწავლებლების მენტორობის თემას. სემინარი მიზნად ისახავდა მაძიებლობისა და მენტორობის ინსტიტუტთან დაკავშირებით ევროპული გამოცდილების გაზიარებას, ცენტრის მიერ ინიცირებული მასწავლებლობის მაძიებლობის საპილოტე პროექტის პრეზენტაციასა და მაძიებლობის სისტემის დანერგვის შესაძლებლობების განხილვას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. სემინარში მონაწილეობდა 10 ქართველი განათლების ექსპერტი, მასწავლებელი და სკოლის დირექტორი. სემინარზე მოწვეული იყო 10 უცხოელი მონაწილე - მენტორი, მაძიებელი, მასწავლებელი, სკოლის დირექტორის და განათლების ექსპერტი იტალიიდან, სლოვაკეთიდან, ხორვატიიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან.სემინარის ბოლოს მონაწილეებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები საქართველოში მაძიებლობის ინსტიტუტის ეფექტურად დანერგვის შესახებ და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.

2010 წლის 17-20 ნოემბერს ჩატარდა ”პესტალოცის” მორიგი ევროპული სემინარი "მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული განვითარება და კავშირი კარიერულ ზრდასთან". სემინარის ფარგლებში მონაწილე მასწავლებლებმა გაიცნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ევროპული მოდელები, განიხილეს, თუ როგორია მასწავლებლის, მენტორისა და მაძიებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პროცესი, მონაწილეობა მიიღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დანერგვის სტრატეგიის შემუშავებაში. სემინარს ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ასევე ლიტველი, ესპანელი, ფრანგი, ბრიტანელი, უნგრელი და კვირპოსელი პედაგოგები და განათლების სპეციალისტები.

2015 წლი 28-30 აპრილს გაიმართა ”პესტალოცის” სამუშაო შეხვედრა ‘მასწავლებელთა კარიერული წინსვლა სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების გზით’. შეხვედრაზე განხილული საკითხები შეეხებოდა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირების მექანიზმებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აქტივობების დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. სამუშაო შეხვედრის შედეგად მოხდა საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 15-მა საერთაშორისო და 19 ადგილობრივმა (თბილისი, რეგიონები) მონაწილემ.