მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებამასწავლებლობის მსურველთა კვალიფიკაციის შესაბამისობაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
პროგრამები
 სტანდარტები
 პესტალოცი
 პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად
 სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)
 ასწავლე საქართველოსთვის
 დამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამა
 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა
 არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა

დამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამა
 

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა, კვალიფიციური, კადრების მოზიდვა და შენარჩუნება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული ცოდნა და განსაკუთრებით, პრაქტიკისათვის განკუთვნილი მცირე დრო არასაკმარისია იმისათვის, რომ დამწყებმა მასწავლებელმა შესაბამისი პროფესიული უნარები შეიძინოს და განივითაროს.

ახალბედა მასწავლებლები, რომლებიც საჭიროებენ მიზანმიმართულ პროფესიულ ხელშეწყობას, მოტივაციის ამაღლებასა და პროფესიაში შენარჩუნებას, პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნებიან პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი მხარდამჭერი აქტივობებით. მათ მიეცემათ შესაძლებლობა შეიძინონ და განივითარონ მასწავლებლობისთვის საჭირო პრაქტიკული უნარები, მიიღონ სკოლაში სწავლების გამოცდილება და მოიპოვონ მასწავლებლის შესაბამისი სტატუსი.

პროგრამის მიზანია მოტივირებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული კადრის პროფესიული საჭიროების კვლევა, მათზე ორიენტირებული პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს დამწყები (2 წლამდე პედაგოგიური გამოცდილების მქონე) საქართველოს საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებს ასწავლიან.