მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებამასწავლებლობის მსურველთა კვალიფიკაციის შესაბამისობაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
პროგრამები
 სტანდარტები
 პესტალოცი
 პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად
 სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)
 ასწავლე საქართველოსთვის
 დამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამა
 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა
 არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა

ასწავლე საქართველოსთვის
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები მიმართულია ზოგადი განათლების სისტემის განვითარებისა და საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, ერთ-ერთ პრობლემად კვლავ რჩება კვალიფიციური კადრების მოზიდვა საქართველოს შორეული და მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში. არის შემთხვევები, როცა სკოლას არ ჰყავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის მასწავლებელი, ან საგანს ასწავლის არა სპეციალისტი. არსებულ ვითარებას ადასტურებს შეუვსებელი ვაკანსიები, რომლებიც რეგულარულად ქვეყნდება მასწავლებელთა ვაკანსიების ვებ-გვერდზე (www.teacherjobs.ge) და ფიქსირდება პროგრამის მონაცემთა ბაზაში. ასეთი სიტუაცია, ბუნებრივია, არ უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე.

პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული კონსულტანტ-მასწავლებლები ნაწილდებიან საქართველოს საჯარო სკოლებში შესაბამისი ვაკანსიების შესავსებად. კონსულტანტ-მასწავლებლები სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით და სკოლაში კონკრეტული საგნის სწავლების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს მოამზადებენ ანგარიშს სწავლა-სწავლების პროცესის მიმდინარეობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების შესახებ. კონსულტანტ-მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები. მას შესაძლებლობა ექნება, მუდმივად მიიღოს ინფორმაცია ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამების/აქტივობების და მასწავლებლის პროფესიაში არსებული სიახლეების შესახებ. მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სკოლაში სიახლეების დანერგვას. პროგრამის ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლები სკოლებში დასაქმდებიან სულ მცირე ერთი აკადემიური წლით და ამ პერიოდის განმავლობაში იზრუნებენ სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე.

მიზნები და ამოცანები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები მიმართულია ზოგადი განათლების სისტემის განვითარებისა და საჯარო სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლებისკენ. საქართველოში საჯარო სკოლის ნებისმიერი მოსწავლისთვის, მიუხედავად იმისა, დედაქალაქში სწავლობს იგი თუ მაღალმთიანი რაიონის სოფელში, ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მასწავლებელთა პროფესიონალიზმი და მოტივაცია გადამწყვეტია.

მასწავლებელთა ნაკლებობა ფიქსირდება, როგორც მაღალმთიან რაიონებში, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებშიც. მასწავლებლის დეფიციტს განიცდიან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.

არსებული ვითარების პრევენციისა და სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა პროგრამაასწავლე საქართველოსთვის“, ვინაიდან, სწორედ, განათლება შეიძლება იყოს მიგრაციის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ასევე უკეთესი მომავლის საწყისი. აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ განათლების ხარისხის მქონე საზოგადოება უფრო მეტად არის სოციალურად ორიენტირებული, რაც სხვა სიკეთეებთან ერთად, საყოველთაო განათლების სისტემის გაუმჯობესების ერთ-ერთი წინაპირობაა.

პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში.

პროგრამის ამოცანები:

  • კვალიფიციური კადრების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესება, შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე მოზიდვა და დასაქმება;
  • მასწავლებლებისთვის განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობისა და სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენების პროცესის ხელშეწყობა;
  • მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა;
  • ადგილობრივი თემის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა.

პროგრამაში ჩართული მასწავლებლების მომზადება და პროფესიული განვითარება

სწავლა-სწავლების პროცესის მაქსიმალურად ხარისხიანად წარმართვის მიზნით, მასწავლებლებს უტარდებათ სპეციალურად მათთვის შემუშავებული ტრენინგ-კურსები პედაგოგიურ უნარ-ჩვევებში, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ზოგადი განათლების საკითხებში:

  • გაკვეთილების სტრატეგიული დაგეგმვა;
  • სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართვა;
  • მოსწავლეებთან,კოლეგებთან,თემთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • კლასის მართვა და მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა;
  • პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი მოგვარების გზების დასახვა;
  • საკუთარი პროფესიული საქმიანობის შეფასება;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და სხვა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს კონსულტანტ-მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროგრამის საწყის ეტაპზე პედაგოგებისთვის ტრენინგების ჩატარება, არამედ მათი რეგულარული ჩართვა სხვადასხვა ტრენინგსა და პროექტში. ამისთვის ეწყობა სამუშაო შეხვედრები. მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, ცვლიან ინფორმაციებს, ერთად სახავენ გზებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს; ჩატარებული ტრენინგები ისეთ საკითხებსაც მოიცავს, როგორიცაა, მასწავლებელთა თვითშეფასება - მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში; სასწავლო პრაქტიკის კვლევა; სასწავლო რესურსების შემუშავება; კლასის მართვა, სწავლებისა და სწავლის ეფექტური მეთოდები, კოლეგებთან და მშობლებთან თანამშრომლობა. ტრენინგების მონაწილეები მსჯელობენ, რა პროფესიულ ცოდნას უნდა ფლობდეს პედაგოგი ცოდნის პრაქტიკაში ეფექტური გამოყენებისთვის.

საქართველოს რეგიონები

აჭარა (შუახევი, ხულო, ხელვაჩაური)
გურია (ჩოხატაური)
იმერეთი (ჭიათურა, სამტრედია, ტყიბული, წყალტუბო)
კახეთი
მცხეთა-მთიანეთი (დუშეთი, ყაზბეგი)
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სამეგრელო (ონი, ამბროლაური, ცაგერი)
სამეგრელო და ზემო სვანეთი (მესტია, მარტვილი, აბაშა)
სამცხე-ჯავახეთი (ახალქალაქი, ადიგენი, ბორჯომი, ნინოწმინდა)
ქვემო ქართლი (წალკა, ბოლნისი, დმანისი, მარნეული)
შიდა ქართლი (კასპი, ქარელი)