მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სკოლებში ბულინგის თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა
?????????? ??????23 დეკემბერი , 2017
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივით სკოლებში ბულინგის თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისისა და რუსთავის სკოლების დირექტორები დაესწრნენ.

შეხვედრაზე სკოლის დირექტორებმა, არასამთავრობო სექტორისა და ცენტრის წარმომადგენლებმა სკოლაში ბულინგისა და ძალადობის პრევენციაზე იმსჯელეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

ბულინგი 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად რჩება. იგი იგეგმება და ვითარდება არა მხოლოდ ხილულ გარემოში, არამედ სოციალური ქსელების და ინფორმაციულ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. შესაბამისად, ბულინგის პრევენცია და მართვა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შეხვედრის მონაწილეების აზრით, ბულინგის ფაქტების პრევენცია და დაძლევა სწორედ ადმინისტრაციის, მასწავლებლების და მშობლების აქტიური თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, გია მურღულიას ინიციატივით, იგეგმება სხვა შეხვედრებიც, სადაც ასოციაცია დირექტორებთან ერთად შეიმუშავებს კონკრეტულ რეკომენდაციებს ყველა იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც შესაძლოა სკოლებში ბულნგის პრევენციასა და მართვაში იყოს ჩართული.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა სკოლის ადმინისტრატორებთან ერთად ამ მიმართულებით ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილა, მათ ღია თანამშრომლობისკენ მოუწოდა და ის დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნო, რომლებიც სკოლებს ბულინგის პრობლემასთან ეფექტიანად გამკვლავებაში დაეხმარება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბულინგის პრევენციის მიმართულებით როგორც დირექტორებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის სხვადასხვა ტრენინგს ახორციელებს. ბულინგის პრევენციის კომპონენტი ცენტრის მიერ შემუშავებულ სხვადასხვა მოდულშია ინტეგრირებული, თუმცა ამ მხრივ აღსანიშნავია სატრენინგო კურსი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის „ლიდერობის აკადემიის“ ტრენინგ-მოდული „თანასწორობის საკითხები“, რომელსაც ყველა საჯარო სკოლის დირექტორი 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით გაივლის.