მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა მეხუთე ეროვნული კონფერენცია გამართა
?????????? ??????03 დეკემბერი , 2017
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა მეხუთე ეროვნული კონფერენცია სახელწოდებით: „მდგრადი განვითარების მიზნები ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში“ გამართა. კონფერენციის მიზანია მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება, მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით.

კონფერენციაზე მდგრადი განვითარების მიზნების არასაგაკვეთილო და საგაკვეთილო პროცესში სწავლების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა 44-მა მომხსენებელმა წარმოადგინა. მათი გამოცდილება თანამედროვე, ინოვაციურ პედაგოგიკურ მეთოდებსა და მიდგომებს ეფუძნებოდა.

კონფერენციაში მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდნენ სხვადასხვა საფეხურისა და საგნის, საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები, ასევე, სპეციალური პედაგოგებიც. გარდა ამისა, საერთო პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წარმოადგინეს მდგრადი განვითარების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებმაც.

რაც შეეხება მდგრადი განვითარების მიზნებს, 2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. მიზნები ორიენტირებულია მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა.

მასწავლებელთა პროფესიული გავითარების ეროვნული ცენტრი უკვე მეხუთე წელია ატარებს მასწავლებელთა ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციას, რომლის მიზანია მასწავლებლებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და საუკეთესო გამოცდილების გაცნობა.