მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
„მსოფლიო მასშტაბურ გაკვეთილში“ საქართველოს სკოლები უკვე მესამედ ჩაერთვნენ
?????????? ??????09 ოქტომბერი , 2017

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, უკვე მესამედ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, „მსოფლიო მასშტაბური გაკვეთილი“ ჩატარდა. პროექტში 30-მდე სკოლა მონაწილეობდა. წლევანდელი ღონისძიება მსოფლიოში შიმშილობის აღმოფხვრას მიეძღვნა და მიზნად ისახავდა აღნიშნული თემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და პერსონალური თუ სოციალური კომპეტენციების განვითარებას X, XI და XII კლასის მოსწავლეებში.

„მსოფლიო მასშტაბური გაკვეთილი“ ინგლისურ ენაზე, უცხოური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლების თანამშრომლობით, ყველა სკოლაში ერთი და იგივე სასწავლო კვირის განმავლობაში ჩატარდა.

პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მთელ მსოფლიოში ხორციელდება და ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის გაეროს მიერ შემუშავებული „მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას და გამჭოლი კომპეტენციების (ეკოლოგიური წიგნიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება) განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2014 წლის 15-16 სექტემბერს ჟენევაში გამართულ მინისტერიალზე მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების განხორციელების ვალდებულება აიღო. შესაბამისად, აღნიშნული თემა - „მდგრადი განვითარების გლობალური მიზნებიმეტად აქტუალურია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კუთხით მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლება.