მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
თბილისში პირველად, ევროპული პროგრამის „eTwinning Plus”-ის საერთაშორისო სემინარი ტარდება
?????????? ??????04 ოქტომბერი , 2017
თბილისში, პროგრამა “eTwinning Plus”-ის ფარგლებში, პირველი კონტაქტური სემინარი გაიხსნა, რომელშიც ქართველი მასწავლებლების გარდა, ევროპის 10 ქვეყნიდან (საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, თურქეთი, უნგრეთი, უკრაინა, აზებაიჯანი) 52 მასწავლებელი და პროგრამის კოორდინატორები მონაწილეობენ.

სემინარის სპეციალური მომხსენებელია ბრიტანული საბჭოს წარმომადგენელი, eTwinning-ის ამბასადორი კრის ვილიამსი, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სარგებელზე გააკეთებს მოხსენებას.

კონტაქტური სემინარის მიზანია საპროექტო იდეებზე ერთობლივი მუშაობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მასწავლებლების მოტივირება, თანამშრომლობის და კომუნიკაციის ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოვლენა.

3-დღიანი სემინარის ფარგლებში მონაწილეებს შეეთავაზებათ სხვადასხვა სასწავლო-სამუშაო თემატური შეხვედრები, რომლებსაც როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენელი ამბასადორები გაუძღვებიან.

სემინარის პროცესში გათვალისწინებულია მასწავლებლების ჯგუფების ჩამოყალიბება ინტერესების მიხედვით და მათი ერთობლივი მუშაობა სხვადასხვა სასწავლო პროექტის გეგმაზე. სემინარის დასასრულს პროექტის გეგმები განთავსდება eTwinning-ის პორტალზე, ხოლო მასწავლებლები, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, განახორციელებენ მათ საკლასო ოთახებში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის დახმარებით, 2013 წლის მარტის თვიდან ახორციელებს სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვისა და ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან დამეგობრების პროგრამას. პროგრამა ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებს აძლევს საშუალებას, დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ითანამშრომლონ, გაუზიარონ იდეები და განახორციელონ სასწავლო პროექტები.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების პოპულარიზაციას, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესს, პროექტებით სწავლების დანერგვასა და ელექტრონული რესურსების ეფექტურ გამოყენებას.

აღნიშნული პროგრამა ქართველ პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში ეხმარება. პროგრამის ფარგლებში მასწავლებლებიმონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში. ისინი სწავლობენ და ივითარებენ გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს, საგნის ინტეგრირებული სწავლების პრინციპებს, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას და ა.შ.

პროგრამის ფარგლებში დღესდღეობით ჩართულია საქართველოს 600-მდე მასწავლებელი 300 სკოლიდან.