მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებამასწავლებლობის მსურველთა კვალიფიკაციის შესაბამისობაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით, მასწავლებელთა კონკურსი გამოცხადდა
?????????? ??????11 ივლისი , 2017

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლებისა და დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

პროგრამაში არსებულ მასწავლებლებს კიდევ 6 კონსულტანტ-მასწავლებელი დაემატება, რაც შეეხება დამხმარე მასწავლებლებს, პირველ ეტაპზე, 25 ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბაკალავრებისთვის, რომლებსაც გავლილი აქვთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა,

საკონკურსო განაცხადების შემოტანა 21 ივლისამდე გაგრძელდება, ამის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან.

კონკურსის წესით შერჩეული პროგრამის მონაწილეები 2017-2018 სასწავლო წლიდან დასაქმდებიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში და უზრუნველყოფენ:

  • ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესებას და ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად საგაკვეთილო პროცესის წარმართვას სხვადასხვა დისციპლინებში, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;
  • სხვადასხვა პროფესიული და სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად. 

პროგრამის მონაწილეები სკოლებში გადანაწილებამდე გაივლიან ინტენსიურ მომზადებას და მომავალშიც ჩართულნი იქნებიან პროფესიული განვითარების სხვადასხვა ღონისძიებაში.

პროგრამის მონაწილე დამხმარე მასწავლებლებს 2-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ დაუფინანსდებათ სწავლა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით.

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს როგორც არაქართულენოვან სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებისა და სახელმწიფო ენის სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას და მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას.

გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ბაკალავრებს შეხვდნენ.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე - www.hr.gov.ge

დამხმარე მასწავლებელი (ეთნიკური უმცირესობისთვის)

კონსულტანტ-მასწავლებელი