მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებამასწავლებლობის მსურველთა კვალიფიკაციის შესაბამისობაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
კონფერენცია „ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების ეფექტური მეთოდები და სტრატეგიები“ გაიმართა
?????????? ??????18 ივნისი , 2017
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების ეფექტური მეთოდებისა და სტრატეგიების გაცნობას პროგრამის მონაწილე მასწავლებლებისთვის, ასევე, მათი მხრიდან საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

კონფერენციაზე, პროგრამის 11 კონსულტანტ-მასწავლებელი, ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების წარმატებული პრაქტიკის შესახებ, მოხსენებებით წარსდგა. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დანერგვის ხელშეწყობის, ინოვაციური მეთოდებისა და იდეების პრაქტიკაში დანერგვის საკითხები.

ღონისძიებას პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები, დამხმარე მასწავლებლები და სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივი მასწავლებლები ეწრებოდნენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 წლიდან, ახორციელებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამას. პროგრამა გასულ წლებში განხორციელებულ პროგრამებს - "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" (2009-2015წწ) და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" (2011-2015წწ) მოიცავს. პროგრამის მიზანია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით.​