მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებამასწავლებლობის მსურველთა კვალიფიკაციის შესაბამისობაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
საჯარო სკოლის დირექტორებს „ლიდერობის აკადემია 1“ - ის დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ
სიახლეების არქივი28 მარტი , 2017

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსმასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, საჯარო სკოლის დირექტორებს სკოლის მართვის გაუმჯობესების - „ლიდერობის აკადემია 1-ის“ დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

„ლიდერობის აკადემია 1“ 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პროექტის ფარგლებში შემუშავებული გრძელვადიანი კურსის ფარგლებში გაიარა.

ლიდერობის აკადემიის სამი დონე 11 ტრენინგმოდულისა და კვარტალური შეხვედრებისგან შედგება, კურსის მიზანია საჯარო სკოლების დირექტორების პროფესიული განვითრების ხელშეწყობა, რათა მათ ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. პროფესიული განვითარების კურსი 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული.

„სკოლის ახალი ხელმძღვანელი ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ ორგანიზაციული კულტურა და კლიმატი, რომელიც სკოლაში დამხვდა საჭიროებდა ცვლილებებს, მაგრამ არ ვიცოდი ამისათვის კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო. ლიდერობის აკადემია 1 - ის გავლის შემდეგ მივხვდი, რომ დამკვიდრებული მენეჯმენტის ექსპლუატაციურ-ავტორიტარული სტილი უნდა შემეცვალა ჩართულობითი ორგანიზაციული სისტემის მოდელით და გავაკეთე კიდეც. შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს უცხო თვალისთვისაც ადვილად შესამჩნევი გახდა სკოლაში არსებული გარემო, სადაც თანამშრომლობა, გუნდური მუშაობა, ურთიერთსწავლება სკოლის ყოველდღიურობაა,” განაცხადა ხაშურის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა მორის დანდურიშვილმა.

სრული პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება სკოლის დირექტორებს გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა სკოლის კონტექსტისთვის საჭირო მენეჯმენტის მიმართულებით და გახდნენ ძლიერი, მოტივირებული და ეფექტიანი ლიდერები.

მონიტორინგის შედეგების თანახმად, ლიდერობის პირველი აკადემიის მონაწილე დირექტორთა 81%-მა მიიჩნია, რომ ტრენინგის სასწავლო მიზნები შეესაბამებოდა მათ პროფესიულ საჭიროებებს. ასევე, დირექტორთა 76% აღნიშნა, რომ ტრენინგმა გაზარდა მათი პროფესიული დონე და მიღებული ცოდნა დაეხმარება გახდეს უკეთესი დირექტორი.

გარდა ტრენინგებისა, პროექტის ფარგლებში დირექტორებისათვის გაიმართება კვარტალური შეხვედრები და ყოველწლიური კონფერენციები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, კოლეგებს გაუზიარონ აკადემიაში მიღებული ცოდნა და პროფესიული გამოცდილება, საკუთარ კონტექსტზე დაყრდნობით შეარჩიონ საუკეთესო გზები და შესაძლებლობები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX-ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.