მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებამასწავლებლობის მსურველთა კვალიფიკაციის შესაბამისობაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
საერთაშორისო კონფერენციაზე მომხსენებლობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება
?????????? ??????06 იანვარი , 2017
თემა: სკოლის მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება და სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს აგრძელებს საჯარო სკოლის დირექტორთა კონფერენციაზე მომხსენებელთა რეგისტრაციას.

სამდღიანი კონფერენცია 2017 წლის აპრილში ჩატარდება.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური (სინქრონული თარგმანით)

კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორებისათვის შექმნას საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარების ფორუმი სკოლის მართვის ლიდერობისა და პროფესიული განვითარების სფეროებში

კონფერენცია ეხმაურება საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორებისათვის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მიერ "ლიდერობის აკადემია 1-ის" ტრენინგებს, რომელიც ჩატარდა 2016 წლის აგვისტო- ოქტომბერში საჯარო სკოლის დირექტორებისათვის და რასაც ორი თვის შემდეგ მოჰყვა სკოლის დირექტორთა კვარტალური შეხვედრები.

კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენა და კიდევ ერთი კარგი საშუალება იქნება სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარებისათვის. მათ მიეცემათ შესაძლებლობა გააცნონ და გაუზიარონ საკუთარი მიღწევები კოლეგებსა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებას. კონფერენცია გამიზნულია უმთავრესად საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებისათვის. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებების აბსტრაქტები მიიღება შემდეგ თემებზე:

  • სკოლების ლიდერობა და მართვა;
  • სასწავლო პროცესის ლიდერობის პრაქტიკა სკოლებში;
  • სტრატეგიული ფინანსური დაგეგმვა და ბიუჯეტის შედგენა სკოლაში: ეფექტური პრაქტიკების სკოლის განვითარებისათვის;
  • ადამიანური რესურსების მართვა სკოლებში: საუკეთესო პრაქტიკა მოსწავლეთა მიღწევების ამაღლებისათვის;
  • პროფესიული სასწავლო თემები სკოლებში;
  • მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო: საუკეთესო პრაქტიკები;
  • უსაფრთხო სკოლები: კონფლიქტების მართვა, ძალადობის პრევენცია სკოლებში;
  • პრაქტიკული კვლევა და გადაწყვეტილებათა მიღება სკოლებში;
  • მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება სკოლის განვითარებისათვის;
  • მშობელთა და თემის ჩართულობა სკოლის მართვაში;
  • ეფექტური კომუნიკაცია სკოლაში და სკოლის გარეთ.

კონფერენციის გამჭოლი საკითხები იქნება გენდერული საკითხები სკოლაში, საინფორმაციო საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება სკოლის მართვის/სწავლების პროცესში, ინკლუზიური განათლება სკოლებში და მხედველობაში იქნება მიღებული საკონფერენციო მოხსენებების შეფასება /შერჩევისას.

კონფერენციაზე მომხსენებლობის მსურველებმა 2016 წლის 1 დეკემბრიდან - 15 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმადა გამოაგზავნონ მოთხოვნილი ფორმების დაცვით შესრულებული აბსტრაქტი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: laacademyconference@gmail.com

ვადების დარღვევით შემოსული აბსტრაქტები არ განიხილება!