მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებამასწავლებლობის მსურველთა კვალიფიკაციის შესაბამისობაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
48 მასწავლებელმა სკოლებში ლაბორატორიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემაზე ტრენინგი გაიარა
სიახლეების არქივი26 დეკემბერი , 2016

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს, საქართველოს მასშტაბით 48 მასწავლებელს ტრენინგი თემაზე „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში“  ჩაუტარდა.

ტრენინგ-მოდული  პროექტის საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტთა ხელმძღვანელობით და ამერიკის შეერთებული შტატების ლაბორატორიული უსაფრთხოების ინსტიტუტის წარმომადგენლთან თანამშრომლობით შემუშავდა.


ტრენინგზე ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლები გაეცნენ სასკოლო ლაბორატორიებში მუშაობისას უსაფრთხოების ზოგად წესებს, რათა მათ გამოუმუშავდეთ სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში უსაფრთხოდ მუშაობის უნარ-ჩვევები.

საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები მნიშვნელოვანი რესურსია სკოლებისთვის და მათი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში ეფექტიანი სწავლებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. აღნიშნულმა, დღის წესრიგში დააყენა ლაბორატორიებში მუშაობისას უსაფრთხოების საკითხი. შედეგად, შეძენილი ცოდნის საფუძველზე პედაგოგები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში მოსწავლეთათვის  უსაფრთხო გარემოს შექმნიან.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ დაფინანსებით 100-მდე საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ასევე, დაგეგმილია სკოლების თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 12 საჯარო სკოლა (ბებნისის, გორის #5, ზერტის, თიანეთის #1, ოკამის, საქაშეთის, სკრის, ტინისხიდის, ტყვიავის, ფხვენისის, ძეგვისა და ხიდისთავის საჯარო სკოლები) და აღნიშნული ტრენინგი სწორედ ამ სკოლების მასწავლებლებმა გაიარეს.

სამომავლოდ დაგეგმილია მასწავლებლებისთვის სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში სასწავლო პროცესის წარმართვისთვის საგნობრივი გზამკვლევის შექმნა და ამ მიმართულებით ტრენინგების ჩატარება.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.