მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებამასწავლებლობის მსურველთა კვალიფიკაციის შესაბამისობაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი მასწავლებლებისთვის ტრენინგებს აჭარაში მართავს
სიახლეების არქივი26 დეკემბერი , 2016
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს, აჭარის რეგიონში  სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სკოლის მართვის ხარისხის დახვეწის მიზნით მასწავლებლებისთვის ტრენინგებს მართავს. 

ორდღიან ტრენინგს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებში ამჟამად ბათუმის, ქობულეთის, ქედას და ხელვაჩაურის მე-7-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის 500-ზე მეტი პედაგოგი გადის.   

მასწავლებელთა გადამზადება ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველ მოდულში „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ მიმდინარეობს. აღნიშნული ტრენინგ-მოდული 12 საკონტაქტო საათისგან შედგება და  დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი ზოგადპროფესიული უნარების სამი მოდულისა და საგნობრივი მეთოდიკის მოდულისგან შედგება. კურსი თითოეული ნაკადისთვის 9 თვეზეა გაწერილი და მოიცავს ტრენინგზე შეძენილი ცოდნისა და უნარების სასკოლო გარემოში დანერვის ხელშეწყობას.  

კურსს სერტიფიცირებული ტრენერები უძღვებიან, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერთა სკოლაში გადამზადდნენ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.