მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2018 წელს მუსიკის სპეციალისტებისთვის წინასაკონფერენციო სემინარს უმასპინძლებს
????????? ??????15 ნოემბერი , 2017

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2018 წლის 10-14 ივლისს მუსიკალური განათლების საერთაშორისო საზოგადოების წინასაკონფერენციო სემინარს უმასპინძლებს, რომელიც 15-20 ივლისს, ქალაქ ბაქოში გაგრძელდება 33-ე მსოფლიო კონფერენციით - „საერთაშორისო საზოგადოება მუსიკალური განათლებისთვის“.

მუსიკალური განათლების სფეროს ერთ-ერთ პრესტიჟულ ღონისძიებაში ჩართვას მუსიკალური განათლების საერთაშორისო საზოგადოება ქართველ მუსიკოსებსა და მუსიკის მასწავლებლებსაც სთავაზობს.

საკონფერენციო თემატიკა შემდეგი სახისაა:

· ტრადიცია, ლოკალურობა და კულტურული იდენტურობა

· პარტნიორობა და სოციალური ერთიანობა

· კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები

მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ დარეგისტრირდნენ ორგანიზაციის ვებგვერდზე და წარადგინონ სემინარსა და კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადები 2017 წლის 15 დეკემბრამდე. გარდა ამისა, ბაქოში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობისათვის მოითხოვონ დაფინანსება, რისთვისაც უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი. კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია.

გარდა იმისა, რომ მუსიკალური განათლების საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოვლენილი ქართველი მომხსენებლები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში გამართულ სემინარში, ასევე, ორგანიზატორი მხარის მიერ დაფინასდება ბაქოში დაგეგმილ კონცერენციაში მათი მონაწილეობა.

მსოფლიო კონფერენციის მიზანია მსოფლიო ქვეყნების მუსიკის პედაგოგებს შორის იდეებისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით გლობალურ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რათა ხელი შეეწყოს მუსიკალური განათლების მიწოდებას ყველა ასაკის ადამიანისათვის მთელ მსოფლიოში. 

დეტალური ინფორმაცია

სარეგისტრაციო ბმული