მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებამასწავლებლობის მსურველთა კვალიფიკაციის შესაბამისობაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
ტრენერთა სკოლა 
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ჰაკათონში მონაწილეობას სთავაზობს
????????? ??????06 დეკემბერი , 2016

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab ATSU, სასკოლო ჰაკათონზე “JUNIORATSUHACK“ რეგისტრაციას აცხადებს და სკოლის VI-XII კლასის მოსწავლეებს მონაწილეობას სთავაზობს.

ჰაკათონში მონაწილეობა უფასოა. მასში მონაწილეობისთვის ონლაინ რეგისტრაციის გავლა კი შესაძლებელია 21 დეკემბრამდე, „ჰაკათონი ჯუნიორის“ ოფიციალურ ვებგვერდზე http://junior.atsuhack.com

ჰაკათონის II ეტაპი მოიცავს 22 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდს. აღნიშნულ ეტაპზე ჰაკათონის მონაწილეები გაივლიან ონლაინ ტესტს, ოფიციალურ გვერდზე http://junior.atsuhack.com რომელიც შედგენილი იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტანდარტის მიხედვით. ტესტირების შედეგების მიხედვით გამოვლინდება შემდეგ ტურში გადასული მოსწავლები. რომელთა სია გამოქვეყნდება ჰაკათონ ჯუნიორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

ჰაკათონის III ეტაპი გაიმართება 22 იანვარს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საზეიმო ვითარებაში მოხდება ღონისძიების გახსნა, პროექტის პრეზენტაცია და პირველი სასკოლო ჰაკათონის შედეგების გაცნობა. ღონისძიების ფორმატი, ასევე, ითვალისწინებს მასტერკლასების ჩატარებას, მენტორების წარდგენას, მონაწილეთა გუნდებად დანაწილებას და სავარაუდო იდეების პროექტებზე მუშაობას.

გუნდები ვირტუალურ სივრცეში მუშაობენ პროექტზე, ხოლო მენტორები მათ დაეხმარებიან იდეების დახვეწაში. გუნდის წევრები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუშავებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ Fablab-ში, სადაც საჭიროების მიხედვით გამოიყებენ Fablab-ის რესურსებს - 3D პრინტერს, ლაზერულ მჭერლს და სხვა აპარატურას.

IV დასკვნითი ეტაპი გაიმართება 29 იანვარს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოხდება რეგისტრირებული გუნდების სამუშაო სივრცეში განაწილება, იდეების მატერიალიზაცია, განხორციელდება საექსპერტო ჟიურის მონიტორინგი სამუშაო პროცესზე, ხოლო მუშაობის დასრულების შემდეგ, დასრულებული პროდუქტის პრეზენტაცია. ამავე დღეს, ჟიურის მიერ გამოვლინდებიან გამარჯვებულები და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.  

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბმულს